შაბათი, ივლისი 18, 2026

ვინ გადაიხდის ავტომობილებზე ქონების გადასახადს


ვინ გადაიხდის ავტომობილებზე ქონების გადასახადს

ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა გარკვეული კატეგორიის პირებს მიმდინარე წლიდან მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადახდის ვალდებულება 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება, _ აღნიშნულ ინფორმაციას BNP ავრცელებს. პირებს ავტომობილის გადასახადის გადახდა 2017 წლის შემოსავლების მიხედვით მოუწევთ. გასული წლის შემოსავლების მიხედვით ქონების დეკლარირება 2018 წლის 1 ნოემბრამდე უნდა მოხდეს. გადასახადის წლიური განაკვეთი გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული. კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05% და არაუმეტეს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია