- ივნისი 08, 2026
ვინ დაშავდა ვაზისუბნის ერთ-ერთ კორპუსში აფეთქების შედეგად
- ოქტომბერი 23, 2023
- , პოლიტიკა
როგორც უკვე ვწერდით, აფეთქება მოხდა თბილისში, ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში. აფეთქების შედეგად დაზიანებულია 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე სართული. ჩამსხვრეულია ფანჯრები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე- მაშველები. როგორც ადგილზე ამბობენ, აფეთქება მოხდა კორპუსის მეორე სართულზე, სადაც მცხოვრები 1 ქალბატონი, დაშავდა. გარდა ამისა, აფეთქების შედეგად კიდევ 2 ადამიანია დაშავებული. ინფორმაციისთვის, კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, ბუნებურივი აირის მიწოდება გუშინ საღამოდან შეწყვეტილი ჰქონდა. შემთხვევის ადგილზე ჰყვებიან, რომ აფეთქება ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენიდან დაახლოებით 10 წუთში მოხდა. [simple-author-box]