შაბათი, ივლისი 18, 2026

ვინ დაიკავებს გურიის გუბერნატორის სავარძელს _ ახალი ვერსიები


ვინ დაიკავებს გურიის გუბერნატორის სავარძელს _ ახალი ვერსიები

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკიამ პოსტი დატოვა. რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიაში გუბერნატორის სავარძელს ბიზნესმენი გიორგი ურუშაძე დაიკავებდა. "გურია ნიუსის" წყაროს ცნობით, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. "ვერ ვხვდები, რატომ აიტაცა პრესამ ურუშაძის კანდიდატურა, როცა სამ პიროვნებაზეა საუბარი", _ გვითხრა წყარომ, თუმცა, არ დაგვიკონკრეტა, ურუშაძის გარდა ვინ მოიაზრება გურიის სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატად. ავტორი: მარინა ჩიხლაძე



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია