- ივნისი 08, 2026
“ვინ დაგვწყევლა ჩემი კაი, ბიჯო, ვიიინ?” – გიორგი ფოფხაძე
- ივნისი 15, 2023
- , პოლიტიკა
საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, თორნიკე რიჟვაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და წერს: “და კიდო… ჩიტო გვრიტო მარგალიტო, ალიფაშამ გვიღალატა და ბროლის ყელსა მოგეხვიე… აპაა ვინ დაგვწყევლა ჩემი კაი, ბიჯო, ვიიინ?” ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე თქვა: „ვისაც ჩემი ფლეილისტი გაინტერესებთ, სამი სიმღერა მიყვარს ყველაზე მეტად: ერთი მიყვარს „საქართველოო ლამაზო“, ერთი მიყვარს „წვიმა მოგონებებს ასველებს“ და მესამე მიყვარს „ერთხელ გაკოცებ და წავალ“.