შაბათი, ივლისი 18, 2026

ვინ არის „რუსეთის ელიტის“ წარმომადგენლები, რომელსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა


ვინ არის „რუსეთის ელიტის“ წარმომადგენლები, რომელსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა

22 თებერვალს აშშ-მ რუსეთს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის სანქციები დაუწესა. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ რუსების სია, რომლებსაც ახალი სანქციები შეეხება. „რუსეთის ელიტისთვის“ დასაწესებელი სანქციები შეეხებათ შემდეგ ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღავნელებს დენის ბორტნიკოვი – რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ფსბ) დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვის შვილი, რომელიც იკავებს რუსეთის სამთავრობო ბანკის, VTB ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას; მამა ალექსანდრ ბორტნიკოვს აშშ-ს სანქციები აქამდეც ჰქონდა დაწესებული. პიოტრ ფრადკოვი – რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის (სვრ) ყოფილი დირექტორის, მიხაილ ფრადკოვის შვილი, ის არის „პრომსვიაზბანკის“(PBS)-ის გენერალური დირექტორი; 2018 წლის შემდეგ პიოტრ ფრადკოვი მუშაობდა PSB-ს ბანკის გარდაქმნაზე, რათა ეს ბანკი თავდაცვის სექტორთან ყოფილიყო დაახლოებული. PBS-ში მუშაობის ფარგლებში ის მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო ფორუმებში, რომლებზეც აქტიურად საუბრობდა PBS-ის სტრატეგიულ გეგმებზე იყოს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის აქტიური მხარდამჭერი. ვლადიმირ კირიენკო – რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს შვილი. ვლადიმირ კირიენკო სახელმწიფო კომპანია როსტელეკომის ყოფილი ვიცეპრეზიდენტია, ახლა კი VK Group“-ის (რუსეთის უმსხვილესი სოციალური ქსელის, „ვკონტაქტეს“ მფლობელი კომპანია) გენერალური დირექტორი. VK Group რუსეთის ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის VKontakte-ს მფლობელი კომპანიაა. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის თანახმად, კირიენკო რუსეთის შიდა პოლიტიკის საკითხების კურატორია. წარსულში ის რუსეთის პრემიერმინისტრი და როსატომის გენერალური დირექტორი იყო. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის თანახმად, ამ ადამიანების ყველა ფინანსური აქტივი აშშ-ს ტერიტორიაზე დაიბლოკება. გარდა ამისა ნებისმიერი ბანკი, რომელიც დათანხმდება შეასრულოს ტრანზაქციები და ფინანსური ოპერაციები სანქცირებულ რუსებთან, შეიძლება ასევე აშშ-ს სანქციების ქვეშ მოხვდეს. აღსანიშნავია, რომ სანქცირებული სამივე პირის მამა ალექსანდრ ბორტნიკოვი, მიხაილ ფრადკოვი და სერგეი კირიენკო უკვე იყვნენ აშშ-ს სანქცირებულთა სიაში. აშშ-ს სანქციები ასევე შეეხო ორ მსხვილ რუსულ სამთავრობო ბანკს ვნეშეკონომბანკს VEB და პრომსვიაზბანკის (PBS). შეუზღუდვები დაუწესდა რუსეთის საგარეო ვალზეც. ცნობისთვის, 22 თებრვალს აშშ-ს გარდა რუსეთს სანქციები დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმაც, ასევე სანქციები დააწესა კანადამ და ავსტრალიამ. ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა სანქციები. დიდი ბრიტანეთის სანქციები შეეხო 5 ბანკს და სამ მილიარდერს. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს. 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია