- ივნისი 08, 2026
ვინ არიან ლიტერატურული პრემია “ლიტერას” გამარჯვებულები
- ოქტომბერი 14, 2024
- , პოლიტიკა
საქართველოს პენცენტრის ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა პრეზიდენტის სასახლეში. პენცენტრის სპეციალური პრიზი გადაეცა ლაშა ბუღაძეს წიგნებისთვის: "საქართველო სტალინის წინააღმდეგ" (სოვლაბი) "საქართველოს სახელით" (სულაკაურის გამომცემლობა). წლის საუკეთესო რომანი გახდა დავით ქაშიაშვილი - "რაღა დროს ტექნოა" (გამომცემლობა "ინტელექტი"). წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა დალილა ცატავა - გასტრონომიული სიზმრები ((გამომცემლობა "ინტელექტი"). წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაცია ერგო ნანა აკობიძეს - "ვალაუვალი" (გამომცემლობა "ინტელექტი"). წლის საუკეთესო პროზაული კრებული გახდა ცოტნე ავსაჯანაშვილი - "ერთი ტანკიც სავკასთვის" (გამომცემლობა "ინტელექტი"). წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში კი გაიმარჯვა ნატალი დარასელიას - "სააღდგომო მოკვდინება" (გამომცემლობა კალმოსანი).