შაბათი, ივლისი 18, 2026

ვერტმფრენი საავადმყოფოს დაეჯახა და ჩამოვარდა (უცხოეთი)


ვერტმფრენი საავადმყოფოს დაეჯახა და ჩამოვარდა (უცხოეთი)

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენი მუღლას სასწავლო და კვლევით საავადმყოფოს ტერიტორიიდან აფრინდა და მასში ორი პილოტი, ექიმი და კიდევ ერთი სამედიცინო მუშაკი იმყოფებოდნენ. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია