შაბათი, ივლისი 18, 2026

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ის “მოამბიდან” ჩახსნეს პირველ კომენტარს აკეთებს


ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ის “მოამბიდან” ჩახსნეს პირველ კომენტარს აკეთებს

მოამბის ტელეწამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ამბობს, რომ ეთერიდან ჩახსნაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ამ დროისთვის არ იცის. "ფორმულამ" ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს ჰკითხა, ადასტურებს თუ არა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის საზოგადოებრივი მაუწყებლის 18:00 საათიანი მოამბიდან ჩახსნეს. "მენეჯმენტისგან ამის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არ ვიცი, შესაბამისად, ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ. უნდა შევხვდე, მე თვითონაც მაინტერესებს საკითხის გარკვევა. ველოდები კომუნიკაციას", - ამბობს ის. წყარო: "ფორმულა"



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია