- ივნისი 08, 2026
ურსულა ფონ დერ ლაიენი- ეს ზეწოლა გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი ამ ომს არ დაასრულებს
- ივლისი 18, 2025
- , პოლიტიკა
მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას, დარტყმას ვაყენებთ რუსეთის ომის მანქანის გულს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, სანქციების სამიზნეს წარმოადგენს რუსეთის საბანკო, ენერგეტიკულ და სამხედრო-სამრეწველო სექტორები და ნავთობის ფასები. „მიზანში ვიღებთ მის საბანკო, ენერგეტიკულ და სამხედრო-სამრეწველო სექტორებს და ნავთობის ფასების ახალ დინამიურ ზედა ზღვარს. ეს ზეწოლა გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი ამ ომს არ დაასრულებს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.