- ივნისი 08, 2026
ურეკში ხანძარი ლოკალიზებულია
- ივნისი 24, 2021
- , პოლიტიკა
ურეკში, სასტუმრო „ოთხ ვილაში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გვითხრა, ხანძარი მეოთხე სართულზე გაჩნდა: „წინასაწარი ინფორმაციით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ბევრი შენობაა, საბედნიეროდ, მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და ცეცხლი აღარ გავრცელდა. ძალიან კარგად იმუშავეს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბიჭებმა _ ადგილზე იყვნენ ფოთის, ქობულეთის, ოზურგეთის, შეკვეთილის ეკიპაჟები. მათი დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა“, _ გვითხრა თვითმხილველმა. ფოტოები და ვიდეოკადრები ლალი თავართქილაძემ მოგვაწოდა.