- ივნისი 08, 2026
უმძიმესი ავარია სენაკში – 1 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, 4 მძიმედ დაშავდა
- აგვისტო 12, 2024
- , პოლიტიკა
სენაკში გამთენიისას მძიმე ავარია მოხდა. "გურია ნიუსის" წყაროს ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 5 პირი ისხდა, გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა ქალი ადგილზევე დაიღუპა, 4 დაშავდა. ისინი კლინკაში გადაიყვანეს. ჩვენი ინფორმაციით, 2 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. როგორც "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. [simple-author-box]