შაბათი, ივლისი 18, 2026

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ჩოხატაურელ დედა-შვილს ჩვენი დახმარება სჭირდება _ ვერთიანდებით მაიკოსა და გიორგისთვის


უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ჩოხატაურელ დედა-შვილს ჩვენი დახმარება სჭირდება _ ვერთიანდებით მაიკოსა და გიორგისთვის

ღმერთმა იცის, როდესაც სხვები ითხოვენ, ყოველთვის საკუთარივით განვიცდი და ვიხარჯები. ახლა კი, თქვენ უნდა გთხოვოთ დახმარება ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, ნაცნობებო თუ უცნობებო.მძიმე, უმძიმეს განსაცდელში მყოფი ჩემი დის და დისშვილის გამო. ჩვენ უნდა გადავრჩეთ, უპირობოდ უნდა გადავრჩეთ. დღეის მდგომარეობამდე, ყველას ლოცვამ მოგვიყვანა. იმედს არ ვკარგავთ, არ უნდა დავიღალოთ. უნდა ვცადოთ ყველაფერი და ეს თქვენ უნდა შეგვაძლებინოთ. მხოლოდ თქვენი თანადგომით თუ შევძლებთ ამას. მცირედი არ არსებობს. თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია, გთხოვთ, რადგან დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს. ალბათ დაგღალეთ ჩვენი ოჯახის პრობლემებით, მაშინაც თქვენი ძალისხმევით დადგა მაიკო ფეხზე. ახლა კი ისევ გაწუხებთ, რადგან მაიკო ოჯახს, საზოგადოებას, გიორგი კი თავის შვილებს დაუბრუნდეს. _ წერს სოციალურ ქსელში მაია ნინიძის და, ნინო ნინიძე. დახმარების გაწევის მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშებზე: GE92BG0000000606102393 საქართველოს ბანკი GE30TB7788345061100019 თი ბი სი ბანკი მიმღები ლელა კეკელიძე ინფორმაციისთვის, ჩოხატაურელი დედა-შვილი, მაია ნინიძე და გიორგი კეკელიძე 1 იანვარს თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდნენ. ისინი დღემდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია