შაბათი, ივლისი 18, 2026

უმძიმეს ავარიას ოჯახის 9 წევრი, მათ შორის, ბავშვები, ემსხვერპლა (უცხოეთი)


უმძიმეს ავარიას ოჯახის 9 წევრი, მათ შორის, ბავშვები, ემსხვერპლა (უცხოეთი)

აშშ-ის შტატ ფლორიდაში, პალმ ბიჩის ოლქში მომხდარ ავარიას ოჯახის 9 წევრი, მათ შორის 6 ბავშვი, ემსხვერპლა - „ჯიპის” ტიპის ავტომობილი არხში გადავარდა. პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილში ყველა მგზავრი ღვედის გარეშე იჯდა. „მძღოლმა კუთხის მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და მოაჯირს შეეჯახა. შედეგად, „ჯიპი“ ამოტრიალდა და მიმდებარე არხში გადავარდა. ოჯახის 4 წევრი შემთხვევის ადგილზე, 5 კი - ახლომდებარე საავადმყოფოში გადაყვანისას - დაიღუპა. მხოლოდ ერთი მგზავრი, 26 წლის ჯორდენ ჰოლი, საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. უცნობია, თუ რატომ დაკარგა მძღოლმა მანქანაზე კონტროლი. ავარიის ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს,“ - განაცხადა პალმ ბიჩის ოლქის შერიფის ოფისმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია