- ივნისი 08, 2026
უკრაინულმა ძალებმა თავდასხმა მოიგერიეს
- ივნისი 19, 2022
- , პოლიტიკა
უკრაინაში საომარი ქმედებები კვლავ გრძელდება. უკრაინელმა სამხედროებმა რუსებს უკან დახევა აიძულეს სოფელ ტოშკივკას მახლობლად და მოიგერიეს თავდასხმა ორიხოვეს - ზოლოტესა და პერვომაისკის - ზოლოტესკენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ უახლეს განახლებაში განაცხადა, იუწყება Ukrinform. „უკრაინის ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტების განადგურების გასამართლებლად, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ სამხედრო ნაწილების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.