- ივნისი 08, 2026
უკრაინულმა დრონებმა ბრიანსკში საბრძოლო მასალის საცავებს დაარტყეს
- ნოემბერი 10, 2024
- , პოლიტიკა
უკრაინელებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრზე დრონებით იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სულ მცირე, 8 აფეთქება და ძლიერი ხანძარი დაფიქსირდა. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტპრიაზე 70 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 14 ბრიანსკის ოლქში.