შაბათი, ივლისი 18, 2026

უკრაინის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდთან ჩავიდა


უკრაინის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდთან ჩავიდა

საქართველოში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდთნ, სოფელ ხურჩაში ჩავიდა. ცნობისთვის, ზელენსკი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა. ის ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება დღის მეორე ნახევარში გაიმართება, მასში საქართველოს მხრიდან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებას, ასევე, დაესწრება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ავტორი: მერაბ ცაავა



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია