შაბათი, ივლისი 18, 2026

უკრაინის არმიამ დამპყრობლებს სევეროდონეცკში უკან დაახევინა, ქალაქი შუაზეა გაყოფილი


უკრაინის არმიამ  დამპყრობლებს სევეროდონეცკში უკან დაახევინა, ქალაქი შუაზეა გაყოფილი

უკრაინის არმიამ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკან დააბრუნა სევეროდონეცკში. ახლა ქალაქი შუაზეა გაყოფილი,_ ამის შესახებ განცხადება ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ გააკეთა, იუწყება Ukrinform. „რუსები აკონტროლებდნენ სევეროდონეცკის 70%-ს, მაგრამ უკან დაიხიეს ბოლო ორი დღის განმავლობაში, ქალაქი ახლა შუაზეა გაყოფილი. ოკუპანტებმა ბევრი პერსონალი დაკარგეს, რვა რუსი დაატყვევეს“, - წერს ჰაიდაი. მისი თქმით, მტრის ჯარის ყველა რეზერვი მიმართულია სევეროდონეცკის და ლისიჩანსკ-ბახმუტის მაგისტრალის აღებისკენ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია