- ივნისი 08, 2026
უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტის ჯარების 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს
- თებერვალი 24, 2022
- , პოლიტიკა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტის ჯარების 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. „ჩვენი შეიარაღებული ძალები ღირსეულ პასუხს სცემენ აგრესორს. სამხედრო ქვედანაყოფები საკუთარ პოზიციებზე იმყოფებიან. მოწინააღმდეგეს დანაკარგი აქვს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გჯეროდეთ უკრაინელი ჯარისკაცების“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაუჯერეთ უკრაინელ მცველებს. ერთად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!“ - წერია განცხადებაში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა. [sexy_author_bio]