შაბათი, ივლისი 18, 2026

უკრაინაში გარდაცვლილი მეორე ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია


უკრაინაში გარდაცვლილი მეორე ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია

დღეს უკარაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი დავით მენაბდიშვილია, რომელიც პროფესიონალი სამხედრო იყო და მუხროვანის ბატალიონში მსახურობდა. ცოტა ხნის წინ ჩვენთვის მეორე გარდაცვილილი მებრძოლის ვინაობაც გახდა ცნობილი. "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ზ.შ. სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდანაა. დაღუპულის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ, რადგან ოჯახმა ჯერ არ იცის. ცნობისთვის, დღეს, ასევე, ხუთი ქართველი დაიჭრა. სულ უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 ქართველი მებრძოლია დაღუპული. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია