შაბათი, ივლისი 18, 2026

უკრაინამ სევასტოპოლის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა


უკრაინამ სევასტოპოლის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინამ ოკუპირებული სევასტოპოლის პორტზე ნეპტუნის ტიპის ფრთოსანი რაკეტით იერიში მიიტანა. მოგვიანებით სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა განაცხადა, რომ რაკეტა ერთ-ერთი გემის ჩასაძირად იყო მიმართული და შეტევა საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერია, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამჟამად ლიკვიდირებულია. Telegram-არხებში ვრცელდება ვიდეო სადაც ჩანს პორტში გაჩენილი ხანძარი. უკრაინის ოფიციალურ მხარეს შეტევაზე კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია