- ივნისი 08, 2026
უკრაინამ ქერჩის გემთამშენებელ ქარხანას დაარტყა – დაზიანებულია რუსეთის გემი
- ნოემბერი 05, 2023
- , პოლიტიკა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქერჩის გემთამშენებელ ქარხანას დაარტყეს. გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო იერიშის შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემი, რომელიც იმყოფებოდა ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაში, "დაზიანებულია". როგორც რუსეთში აცხადებენ, მათმა საჰაერო თავდაცვამ სავარაუდოდ 13 საკრუიზო რაკეტა ჩამოგდო, ხოლო ერთმა რაკეტამ გემი დააზიანა.