- ივნისი 08, 2026
უკრაინამ ოდესის თავზე სამი რუსული რაკეტა ჩამოაგდო
- აპრილი 29, 2022
- , პოლიტიკა
დღეს ღამით ოდესის საჰაერო თავდაცვამ მოწინააღმდეგის სამი რაკეტა ჩამოაგდო - ამის შესახებ ინფორმაცია Telegram-ში ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ მარჩენკომ გაავრცელა. "საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა ოდესის რაიონის თავზე 3 რუსული რაკეტა ჩამოაგდო, რომლებიც დაფრინავდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად. მადლობა ჩვენს სამხედროებს მათი უნაკლო მუშაობისთვის", - თქვა მარჩენკომ. მარჩენკომ ასევე განაცხადა, რომ ღამით მტერმა დრონის გამოყენებით, სცადა ინფრასტრუქტურის საჰაერო დაზვერვის ჩატარება, მაგრამ ის, ასევე ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა. OVA-ს სპიკერმა სერხი ბრაჩუკმა ასევე განაცხადა, რომ რეგიონის ცა მთლიანად უკრაინის საჰაერო ძალების კონტროლის ქვეშაა.