შაბათი, ივლისი 18, 2026

უკანონო ტყითსარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინეს


უკანონო ტყითსარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინეს. "მარტვილის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოს მოიპოვეს და შემდგომში ტრანსპორტირება გაუწიეს ჯამში, 33 მ3-ზე მეტ და 63 ერთეულ ხე-ტყეს. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა",_ ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია