შაბათი, ივლისი 18, 2026

უკანონო თევზჭერის ფაქტი დასავლეთ საქართველოში


უკანონო თევზჭერის ფაქტი დასავლეთ საქართველოში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. "ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე, მოქალაქე თევზჭერას ელექტროშოკური აპარატით ახორციელებდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 0,5 კილოგრამი ოდენობის შერეული სახეობის თევზი. სამართალდამრღვევს თევზჭერის უკანონო იარაღი და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოერთვა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია