- ივნისი 08, 2026
უკანონო თევზჭერა – მდინარეებიდან, მათ შორის, ნატანებიდან, სახლართი ბადე ამოიღეს
- დეკემბერი 21, 2023
- , პოლიტიკა
უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გატარდა. გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოღებულია 2000 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე. ბადეები ამოღებულია: მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ბაზალეთის ტბიდან, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მდინარეებიდან - ჭოროხიდან და ნატანებიდან, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მდინარეებიდან - ყუმურიდან, ჯრუჭულადან და ნატანებიდან, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიერ თბილისის ზღვიდან. პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ასევე ამოღებულია 9 ერთეული თევზმახე - „გოდორი“. შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის მიმდებარედ, მდინარე მტკვრიდან, ერთი ერთეული თევზმახე, ე.წ. „ოჩხი” ამოიღეს, რომელშიც რამდენიმე კილოგრამი სხვადასხვა სახეობის თევზი იყო გაბმული, რომელიც მდინარეში დააბრუნეს.