შაბათი, ივლისი 18, 2026

უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს


უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. "მოქალაქეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. სახერხი საამქროს მიმდებარედ, სატვირთო მანქანის ძარაზე განთავსებული იყო 9 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 5 თვეში, ქვეყნის მასშტაბით, 33 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს",_ აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია