შაბათი, ივლისი 18, 2026

უილიამ კორტნი გვარამიას დაკავებაზე – ეს აბსურდული სამართალია


უილიამ კორტნი გვარამიას დაკავებაზე – ეს აბსურდული სამართალია

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას twitter-ზე ეხმაურება და მომხდარს აბსურდულს უწოდებს. "ეს აბსურდული სამართალია. დასავლეთის მოთმინებამ, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში უკუსვლის მიმართ, შესაძლოა უფრო და უფრო დაიწიოს",- წერს უილიამ კორტნი. ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. "რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია