შაბათი, ივლისი 18, 2026

უბედური შემთხვევა ხაშურში – 22 წლის ბიჭი მოძრავი ელმავლიდან ჩამოხტა


უბედური შემთხვევა ხაშურში – 22 წლის ბიჭი მოძრავი ელმავლიდან ჩამოხტა

ხაშურში, 22 წლის ბიჭი მოძრავი ელმავლიდან ჩამოხტა. ჩამოხტომის შემდეგ კაცმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. დაზიანებების შედეგად კი ხელი და ფეხი დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. ის რკინიგზის თანამშრომელია. შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია