შაბათი, ივლისი 18, 2026

უბედური შემთხვევა, თუ სუიციდი _ საწვრთნელ ბაზაზე სამხედრო დაიღუპა


უბედური შემთხვევა, თუ სუიციდი _ საწვრთნელ ბაზაზე სამხედრო დაიღუპა

ტრაგედია იმერეთში. დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების საველე ბანაკში სამხედრო გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სროლის სწავლებებს გადიოდა, რა დროსაც ის საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე, მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. სამინისტროს ჯერჯერობით არც ოფიციალური ინფორმაცია გაუვრცელებია. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო ეს უბედური შემთხვევა, თუ სუიციდი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია