- ივნისი 08, 2026
უბედური შემთხვევა ბათუმის სადგურთან – “რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს
- აპრილი 08, 2025
- , პოლიტიკა
"საქართველოს რკინიგზა" ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს",_ აცხადებს "საქართველოს რკინიგზა".