- ივნისი 08, 2026
უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს
- თებერვალი 06, 2024
- , პოლიტიკა
უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს. „ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ 7 თებერვალს, უქმდება შემდეგი რეისები: თბილისი-ბათუმი (802), თბილისი-ზუგდიდი (870), თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18), ბათუმი-თბილისი (803), ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17), ფოთი-თბილისი (873), ხაშური-ზესტაფონი (6446) ზესტაფონი-ხაშური (6417). გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, - წერია განცხადებაში.