შაბათი, ივლისი 18, 2026

უამინდობამ პრობლემები შექმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში


უამინდობამ პრობლემები შექმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

უხვმა ნალექმა და უამინდობამ პრობლემები შექმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც. კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ჯურუყვეთის თემის სოფელ ბაღლეფში ხის წაქცევის შედეგად დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები და ჩაიხერგა სამანქანო გზა. ,,ჩვენი სამსახურის მობილური ჯგუფების მიერ პრობლემა დროულად აღმოიფხვრა, გზა გაწმენდილია ხის ნარჩენებისაგან, მიმდინარეობს ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები",- განმარტავენ უწყებაში. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია