შაბათი, ივლისი 18, 2026

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო


თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ლაშა შალამბერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლებში: აცანასა და ჭანიეთში ფერმერთა რეგისტრაციას დაესწრო. ფერმერებმა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შესაძენად განკუთვნილი ფინანსური დახმარების მისაღებად, 2023 წლის 4 დეკემბრიდან 2024 წლის 29 მარტის ჩათვლით თხილის კადასტრში უნდა მოახდინონ ბაღების რეგისტრაცია. თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია