- ივნისი 08, 2026
„თხილი და წაბლი „ნაგერაზე“ დაძმობილდნენ“: ოზურგეთული დილის ფრაზა კაკლოვანების ფასზე
- ოქტომბერი 12, 2021
- , პოლიტიკა
ამ დილით, ოზურგეთში, როგორც აქაურები ამბობენ, „ნაგერაზე“ (სეზონის დასრულებისას ნარჩენის შეგროვება) შეგროვებულ თხილს და წაბლს, შესაბამისად , ერთ კილოგრამს 3,30 და 3 ლარად იბარებდნენ. _ახლა „ნაგერაზე“ თავმოყრილი თხილი და წაბლი დაძმობილდნენ, რწყილი და ჭიანჭველასავით. ერთნაირი ფასი აქვს. წაბლიც აღარ იქნება 20 ოქტომბრამდე. გაჭირვებულებმა ანუ უმეტესობამ კი ჩააბარეს, რაც მოსავალი ჰქონდათ. _ ხუმრობით გაგვცა პასუხი ადგილობრივმა ჯონი რამიშვილმა, რომელმაც 20 კილო წაბლი ჩააბარა, ერთი კილოგრამი სამ ლაარად . _„ნაგერა“ თხილი წამოვიღე, მაგრამ დამპალი არაა. ესაა, ნედლია, ზოგი ველური ჯიშია და 3,30 ლარზე მეტად არ იბარებენ, - გვითხრა მანანა კონწურაშვილმა. თხილისა და წაბლის ფასით უკმაყოფილო მოქალაქეები ამბობენ, რომ უმეტესობამ უკვე ჩააბარა წლის მოსავალი. მხოლოდ საახალწლოდ და ოჯახში , სამზარეულო საჭიროებისთვის მარაგი თუ გააჩნიათ. მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს, თხილი გვიანობამდე გადაინახოს. მაგალითად, გასულ წელს, საახალწლოდ და ამ წლის დასაწყისშიც თხილის ფასი ათ ლარამდეც აღწევდა. [sexy_author_bio]