- ივნისი 08, 2026
თურქული სატვირთო გემი, რომელზეც 12 ადამიანი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩაიძირა
- ნოემბერი 20, 2023
- , პოლიტიკა
Reuters-ის ინფორმაციით, თურქული სატვირთო გემი, ეკიპაჟის 12 წევრით, კვირას, ქარიშხლის დროს შავ ზღვაში ჩაიძირა. როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, ხელისუფლებამ ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლო. მისი თქმით, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება.