შაბათი, ივლისი 18, 2026

თურქეთში ტურისტების ევაკუაცია გახორციელდა


თურქეთში ტურისტების ევაკუაცია გახორციელდა

თურქეთში ტურისტების ევაკუაცია გახორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მიზეზი ხანძარია, რომელიც საკურორტო ზონაში სახლებს და სასტუმროებს ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, ბოდრუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ევაკუაცია გახორციელდა. ხანძარს, რომელიც ოთხშაბათიდან მძვინვარებს, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, ცეცხლი მიზანმიმართულად არის თუ არა გაჩენილი. როგორც ცნობილია, თურქეთში ხანძრის ჩამქრობ სამუშაოებში აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის და უკრაინის თვითმფრინავებიც ჩაერთვნენ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია