- ივნისი 08, 2026
თურქეთი ირანთან საზღვარზე კედელს აშენებს
- აგვისტო 17, 2021
- , პოლიტიკა
თურქეთი ირანთან საზღვარზე კედელს აშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას AFPNEWS ავრცელებს. როგორც ცნობილია, კედელს დამცავი ფუნქცია ექნება. კედლის აშენების მიზანია ავღანეთიდან ლტოლვილების ნაკადის კონტროლი შესაძლებელი გახდეს. ცნობისთვის, ამჟამად აშენებულია კედლის 5-კილომეტრიანი ნაწილი, თუმცა სულ მისი სიგრძე 295 კილომეტრი უნდა იყოს. დამცავ კედელთან ერთად თურქეთ-ირანის საზღვარზე დაამონტაჟებენ მავთულხლართებს და გათხრიან სანგრებს.