შაბათი, ივლისი 18, 2026

წყალმოვარდნები და მეწყრული პროცესები- მაღალი ტემპერატურის ფონზე ამინდი უარესდება


წყალმოვარდნები და მეწყრული პროცესები- მაღალი ტემპერატურის ფონზე ამინდი უარესდება

"11 აგვისტოს დღის ბოლოდან 13 აგვისტოს დილამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს უპირატესად დასავლეთ რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი და სეტყვა",_ ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ. "მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს",_ ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია