შაბათი, ივლისი 18, 2026

წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)


წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)

ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. სტიქია ბრაზილიაში, ესპირიტუ-სანტუს შტატსა და ქალაქ რიო დე ჟანეიროში მოხდა. მედიის ინფორმაციით, 5 400-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია, განადგურდა 270-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ათობით ჯარისკაცი და მეხანძრე-მაშველია ჩართული.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია