- ივნისი 08, 2026
წყალარინების პროექტის მშენებლობისას მუშა გარდაიცვალა
- მაისი 09, 2025
- , პოლიტიკა
წყალარინების პროექტის მშენებლობისას მუშა გარდაიცვალა. შემთხვევა მარნეულში, ჯანდარის დასახლებაში მოხდა. ინფორმაციას "რადიო მარნეული" ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, ორმოში ორი მუშა ჩავარდა. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მომხადარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.