- ივნისი 08, 2026
წარსულის რეინკარნაცია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
- მაისი 04, 2023
- , პოლიტიკა
ვერძი წარსულში დიდი მეთაური იყო, ნამდვილი სტრატეგი, რომელმაც ზუსტად იცოდა რა და როდის უნდა გაეკეთებინა. გამოკვეთილი ხასიათი ყოველთვის ეხმარებოდა მას წარმატების მიღწევაში. შეიძლება სწორედ ეს გაკლია ახლანდელ ცხოვრებაში. შეეცადეთ დაიწყოთ საკუთარი ცხოვრების ორგანიზება და დაგეგმოთ უფრო აქტიური საქმიანობა. კურო სერიოზულად იყო გატაცებული ხატვით, იყო მგრძნობიარე ნატურა და მუდამ შეიგრძნობდა ნებისმიერ ცვლილებას. კრეატიულობა ყოველთვის თან ახლავს ამ ნიშანს. იქნებ სცადოთ და იყიდოთ სახატავი ტილო და რამდენიმე ქილა საღებავი ახლომდენარე მაღაზიაში? ტყუპები კაშკაშა ადამიანები იყვნენ. კომუნიკაბელურები, ქარიზმატულები, ადვილად პოულობდნენ სხვებთან საერთო ენას. უყვარდათ ყურადღება და კომპლიმენტები. როგორ ფიქრობთ, საკმარის ყურადღება გაქვთ სხვებისგან? კირჩხიბები იყვნენ მასწავლებლები, მის სიტყვებს ათეულობით ადამიანი ისმენდა, შეეძლოთ მარტივად აეხსნათ ყველაზე რთული მცნებებიც კი. მათ აზრს დიდ პატივს სცემდნენ და აღფრთოვანებულები იყვნენ. სხვების დახმარების სურვილი ყველა ცხოვრებაში თან სდევთ. წინა ცხოვრებაში ლომები მწერლები იყვნენ. მათ ზუსტად ნათლად შეეძლოთ აზრის ქაღალდზე გადატანა. ამ ადამიანებს აქვთ სხვისი სულიერი მდგომარეობის და საკუთარი თავის გაგების საოცარი უნარი. ქალწულები წარსულში მეცნიერები იყვნენ. სამყაროს კარგად გაანალიზების კარგმა უნარმა და კონსტრუქციულმა აზროვნებამ ხელი შეუწყო ამ სფეროსკენ სწრაფვას. სხვისი თვალსაზრისის გაგების უნარი ეხმარება ქალწულს გაუმკლავდეს ყოველდღიურ სირთულეებს. სამართლიანობისა და მსოფლიო წონასწორობის თანდაყოლილი გრძნობა სასწორს იდეალურ მოსამართლეებად აქცევს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება რთული გადაწყვეტილებების მიღებას. მორიელებს ქირაობენ ისინი, ვისაც სურთ მტრის მოშორება. საოცარი სიმშვიდე საშუალებას აძლევს მათ გაუმკლავდნენ ყველაზე სახიფათო ამოცანასაც. ეშმაკობა, იდუმალება და სიჩუმე – აი, მისი მთავარი ღირსება. იქნებ მეტი გეფიქრათ ამ საკითხზე? მშვილდოსანი მშვილდოსნები ძველ დროში მეომრები იყვნენ. მათ არ შეუძლიათ დიდხანს ერთ ადგილას გაჩერდნენ და ყოველთვის იბრძვიან სამართლიანობისთვის. ამ ნიშანს მუდმივად სჭირდება მკაფიო მიზანი, რისთვისაც იცხოვრებს და იცოცხლებს. იქნებ თქვენ ეს გაკლიათ? თხის რქები თავს შრომას უძღვნიან. ისინი საუკეთესო უფროსები არიან, კარგად იციან როგორ გააუმჯობესონ სამუშაო პროცესი. ასევე კარგად იციან რა სურთ და რა უნდა შეცვალონ გარშემო არსებულ სამყაროში. მერწყულები წარსულში ექიმები იყვნენ. მათ მიმართავდა ხალხი გადარჩენისთვის და დახმარებისთვის. ისინი ყოველთვის აფასებდნენ ადამიანების კეთილდღეობას. მერწყული ახლაც ეხმარება სხვებს და აგრეთვე სიამოვნებით სწავლობს ახალ მიმართულებებს. თევზებისთვის მთავარი ინტუიციის განვითარებაა. ის ეხმარება ამ ნიშებს ცხოვრებაში. თევზები ყოველთვის ფილოსოფოსები და მეოცნებეები იყვნენ. სვამდნენ მნიშვნელოვან კითხვებს სამყაროს შესახებ. [simple-author-box]