- ივნისი 08, 2026
წადით, ვერ გიცავთ, ხომ ხედავთ _ პოლიციელები მედიის წარმომადგენლებს
- ივლისი 05, 2021
- , პოლიტიკა
ამ წუთებში დაპირისპირება მოხდა თაბუკაშვილის ქუჩაზე _ თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ. პოლიციის მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა მედიის წარმომადგენელბის დაცვა. "წადით, ვერ გიცავთ, ხომ ხედავთ", _ მიმართავდნენ პოლიციელები მედიის წარმომადგენლებს. სამართალდამცავები მოუწოდებენ მათ ცოტა ხნით თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში შევიდენ და მოისვენონ. "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებთან დაპირისპირებისას ავტომობილები დააზიანეს. ავტორი: მერაბ ცაავა