- ივნისი 08, 2026
ტრამპი ზელენსკიზე თავდასხმებს განაგრძობს: „დიქტატორი არჩევნების გარეშე“
- თებერვალი 19, 2025
- , პოლიტიკა
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ უწოდა, _ იუწყება foxnews. „დიქტატორი არჩევნების გარეშე. ჯობს, ზელენსკიმ სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანა არ დარჩება“, _ წერს ტრამპი TRUTH Social-ზე. „ამავდროულად, ჩვენ წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან ომის დასრულების შესახებ. ყველა აღიარებს, რომ ამის გაკეთება მხოლოდ ტრამპს და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია. ბაიდენს ეს არასოდეს უცდია, ევროპამ კი ვერ მოახერხა/ მშვიდობის დამყარება ვერ მოახერხა. მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი სამუშაო გააკეთა, მისი ქვეყანა განადგურდა და მილიონობით ადამიანი დაიღუპა უაზროდ... და ეს გრძელდება...” _ ამბობს ტრამპი.