- ივნისი 08, 2026
ტრამპი: მსოფლიო ჩემპიონატი შეიძლება იყოს სტიმული რუსეთისთვის, დაასრულოს ომი
- მაისი 07, 2025
- , პოლიტიკა
BBC- ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი შესაძლოა ქვეყნისთვის უკრაინაში ომის დასრულების „სტიმული“ იყოს. „მსოფლიო ჩემპიონატი შეიძლება იყოს სტიმული რუსეთისთვის, დაასრულოს ომი“,_ აცხადებს ტრამპი. ინფორმაციისთვის, რუსეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფიფამ და უეფამ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა 2022 წელს აუკრძალეს, როდესაც ქვეყანამ უკრაინაში შეჭრა დაიწყო.