შაბათი, ივლისი 18, 2026

ტრაგიკული შემთხვევა ოზურგეთში: „36 წლის კაცს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა“


ტრაგიკული შემთხვევა ოზურგეთში: „36 წლის კაცს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ურეკში ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა სოფელ გურიანთაში მცხოვრები, 36 წლის დიმა ბუცხრიკიძე. შემთხვევა 30 იანვარს მოხდა. _ურეკში, ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაში მუშაობდა. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი იყო. რაღაც დაზიანებულა, შესულა ავტომანქანის ქვეშ, გასაკეთებლად. ამ დროს კი ნაწილი ჩამოვარდნილა და თავში დაცემია. იქვე გარდაცვლილა. მთელი სოფელი დაზაფრულია. არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი დავკარგეთ. 36 წლის დიმა ბუცხრიკიძეს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. იმ დღეს ერთ-ერთი ბავშვის დაბადების დღე იყო... საუკეთესო ოჯახია, თუკი რამ კარგი შეიძლება, ამ ოჯახზე უნდა ითქვას _ ამბობენ „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის მეზობლები და მეგობრები. „გურია ნიუსი“ თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია