შაბათი, ივლისი 18, 2026

ტრაგედია კონგოში _ არის მსხვერპლი


ტრაგედია კონგოში _ არის მსხვერპლი

კონგოს ერთ-ერთ რაიონში, ბაზრის მიმდებარედ, მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძიდან კაბელი ჩამოვარდა. ტვიტერზე ატვირთულ ფოტოებში ასახულია დაპანიკებული მოსახლეობა, რომელიც გვამებს შორის გადაადგილდება. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ინფორმაციას უცხოური გამოცემა "EXPRESS" ავრცელებს. მათი ცნობით უბედურ შემთხვევას 30 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კინშასას პროვინციის მთავრობის წარმომადგენელმა, ჩარლზ მბუთამუნთუმ, მედიასთან საუბრისას განაცხადა: "კაბელი ჩავარდა თხრილში, რომელიც, დილით წვიმის შემდეგ, წყლით გაივსო." მისივე თქმით გვამები უკვე მორგში გადაიყვანეს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია