შაბათი, ივლისი 18, 2026

თორნიკე ძნელაძის კიდევ ერთი წარმატება ერთიან ეროვნულ გამოცდებში


თორნიკე ძნელაძის კიდევ ერთი წარმატება ერთიან ეროვნულ გამოცდებში

თორნიკე ძნელაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულია. ერთიან ეროვნულ გამოცდებში თორნიკეს წარმატების შესახებ გუშინ უკვე დაიწერა ჩვენს ვებგვერდზე. თორნიკემ კიდევ ერთხელ გაახარა გულშემატკივარი _ შრომისმოყვარე და მიზანდასახულმა ბიჭმა ბიოლოგიის გამოცდაში მაქსიმალური 70 ქულიდან 60 ქულა აიღო, ქიმიაში კი მაქსიმალური 63 ქულიდან _ 59. "გურია ნიუსი" ულოცავს თორნიკეს, მის მშობლიურ სკოლას და გულშემატკივრებს ამ წარმატებას და კვლავაც უამრავ გამარჯვებას უსურვებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია