- ივნისი 08, 2026
ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე კიდევ ერთი სპორტსმენი დაინფიცირდა
- ივლისი 19, 2021
- , პოლიტიკა
ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ს ქალთა ტანვარჯიშის გუნდის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.ინფორმაციას nbcnews ავრცელებს. აშშ-ს ოლიმპიურმა და პარაოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტსმენი დაასახელა, როგორც გუნდის ალტერნატიული წევრი. „ადგილობრივი წესების შესაბამისად, სპორტსმენი გადაიყვანეს საკარანტინო სასტუმროში. პირადი ცხოვრების პატივისცემის გამო, ამ დროისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება არ შეგვიძლია“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. როგორც ცნობილია, მასთან ერთად კარანტინში გუნდის კიდევ ერთი სათადარიგო წევრი იმყოფება.