- ივნისი 08, 2026
„თოჯინა ერთადერთი რამ არის, რაც შვილისგან დარჩა…“ – რას წერს ჟურნალისტი სტიქიის ზონიდან
- აგვისტო 09, 2023
- , პოლიტიკა
სტიქიის ზონაში მომუშავე ჟურნალისტი, ირაკლი ბახტაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს... „მცირეწლოვნის მამას, შვილის თოჯინა მე-7 დღეა ჩახუტებული აქვს და ასე გადაადგილდება შოვში... თოჯინა ერთადერთი რამ არის, რაც შვილისგან დარჩა, ღმერთო... სად ხარ ხოლმე ასეთ დროს,“ - წერს ჟურნალისტი. შეგახსენებთ, რომ სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველების მიერ ნაპოვნია 21 ცხედარი - საძიებო სამუშაოები 12 პირთან დაკავშირებით გრძელდება. მეშვიდე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.