- ივნისი 08, 2026
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო შეთავაზებები კვლავ გრძელდება
- მარტი 04, 2025
- , პოლიტიკა
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათის შეთავაზებები: 8 მარტის ჩათვლით, ნებისმიერ დღეს, 12- მდე ესთეტიკურ ცენტრში თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათით გადახდისას, გადახდილი თანხის 30% მომენტალურად დაგიბრუნდებათ. მხოლოდ 8 მარტს, ბარათის მფლობელები ქეშბექ შეთავაზებით ნიშ პარფიუმერიის გამორჩეული ბრენდების- Jo Malone-სა და არომატეკაშიც ისარგებლებთ და სასურველი ნივთების შეძენისას, გადახდილი თანხის 25%-ს, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებთ. საგაზაფხულო შეთავაზებები ვრცელდება, როგორც ძველ, ისე ახალ თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათებზე. ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის შეთავაზებები: 7-8 მარტს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კატეგორიაში, პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით შოპინგისას, დაიბრუნე გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარი მომენტალურად. არ გამოტოვოთ საგაზაფხულო კვირეული, იხილეთ, თითოეული ბარათის შეთავაზების პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი და იშოპინგეთ განსაკუთრებული პირობებით. გაითვალისწინეთ, ქეშბექები დაგიბრუნდებათ მხოლოდ თიბისი ტერმინალზე გადახდის შემთხვევაში.